12 სექტემბერი 2026,   11:41
ვრცლად
ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

უკვე ერთ საათზე მეტია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი მისამართით კითხვები გაჩნდა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას და ბრალდებულ ვასამბეკ ბოკოვის საქმეს უკავშირდება.

"თუ იმ სატელეფონო ზარით ვიმსჯელებთ, რომელიც განხორციელდა სუს-ის მხრიდან ჩემს ტელეფონზე, ეს უკავშირდება გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ მომზადებულ საქმეს. შეკითხვებიც შეეხება ჩემს რეპორტაჟს. მათ სავარაუდოდ აინტერესებთ წყაროები, საიდან გვაქვს ეს ინფორმაცია და ა.შ. ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს უფლება, რომ არ გავთქვათ ჩვენი წყაროები და ასე მოხდება ამ შემთხვევაში," - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე.

დღის ამბები