13 ივნისი 2021,   15:10
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს "ვორლდომეტერსი" აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში COVID-19-ისგან დაღუპულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია.

ვირუსისგან დღემდე 5.4 მილიონი ადამიანი განიკურნა. ამჟამად მსოფლიოში დაინფიცირებულია 4.1 მილიონი ადამიანი, მათგან 59 000-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ბრაზილია და რუსეთი ლიდერობენ.

აშშ-ში კორონავირუსის 2.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ბრაზილიაში - 1.3 მილიონი, ხოლო რუსეთში 600 000-ზე მეტი. ვორლდომეტერსის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით დაინფიცირების 1 300-მდე, ხოლო გარდაცვალების 64-ზე მეტი შემთხვევა მოდის.

დღის ამბები