დაბა ჟინვალს ახლად რეაბილიტირებული შიდა გზები აქვს. დუშეთის მუნიციპალიტეტში ათი კორპუსის ეზო სრულად მოასფალტდა.
დაბა ჟინვალის დასახლება მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულია. წლების განმავლობაში ტერიტორია გაუვალი იყო, ფეხით და ტრანსპორტით გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები "რეგიონული განვითარების ფონდისა" და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ახლად რეაბილიტირებული გზა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულეს.