25 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფად მატების გამო ამერიკის 14 შტატში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი შეჩერდა

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში. COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფად მატების გამო ამერიკის 14 შტატში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი შეჩერდა, ზოგიერთ მათგანში კი შეზღუდვები ხელახლა დაწესდა. მათ შორის არიზონაში, სადაც მომდევნო ერთი თვით დაიხურა ბარები, სავარჯიშო დარბაზები და კინოთეატრები .

მონაცემები იკლებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, თუმცა ბრიტანეთში კორონავირუსის მაჩვენებლის ზრდის გამო ქალაქ ლესტერში კარანტინი გამოცხადდა.

ახალი შემთხვევები მატულობს მეზობელ სახელმწიფოებშიც. ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი რუსეთში 9 000-ს, თურქეთში კი 5 000-ს აჭარბებს.

გასულ დღე-ღამეში 8 ინფიცირებული გარდაიცვალა აზერბაიჯანში, სომხეთში კი ვირუსს ბოლო 24 საათში 7 პაციენტი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია და გლობალური სოლიდარობის გარეშე შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.

დღის ამბები