უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების
ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ინერტული მასალის რეალიზაციაში ჩართულმა პირებმა აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, დოკუმენტები გააყალბეს და შედეგად 2 მილიონამდე უკანონო შემოსავალი მიიღეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.