19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ორი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, მეორე კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ინფიცირების ორი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო მეორე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

მარინა ეზუგბაია თქმით, პაციენტების მდგომარეობა ბოლო პერიოდში სტაბილურია.

"ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს. დღეში 2-3 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. სულ 928 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სამით გაიზარდა. ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი კონტაქტია, ხოლო მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლი. 

პაციენტებში დაავადების პროგრესირება ამ ეტაპზე არ შეინიშნება ,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები