საქართველოში COVID–19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 931-ს შეადგენს. ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკის მაჩვენებელი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, მონაცემი კვლავ 794-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 2 809, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 229 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტია გარდაცვლილი.