ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ტესტის პასუხი ცნობილი გახდა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 3 ინფიცირებულს მკურნალობენ.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ცხინვალში კი, ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 9 ინფიცირებული განაგრძობს.