07 სექტემბერი 2026,   14:39
ვრცლად
ვაპირებ, იძულებითი აღსრულების მექანიზმი გამოვიყენო, მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოსაც - ბაჩანა შენგელია

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს და უწყებას სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მისთვის ელექტრონულ რეესტრთან წვდომის უფლება უნდა აღედგინა. როგორც ბაჩანა შენგელია ამბობს, მის სანოტარო ბიუროს ხელოვნურად უქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლითაც საქმიანობის გააგრძელებს ვეღარ ახერხებს.

ბაჩანა შენგელია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

"იუსტიციის სამინისტრო, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დავალებისა, რომ ჩაერთოთ ჩემთვის სანოტარო პროგრამები და აღედგინათ ჩემთვის საქმიანობა, უკვე მეორე დღეა გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

ვაპირებ, იძულებითი აღსრულების მექანიზმი გამოვიყენო, ანუ წარვადგინო სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში და მოვითხოვო იძულებით აღსრულება, ანუ ჩემი ჩართვა სანოტარო პროგრამებში. სარჩელსაც ძალიან მალე წარვადგენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც მოვითხოვ იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს დისციპლინური დევნა ფეისბუქ პოსტების გამო," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები