საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის 946-ს შეადგენს.
4-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა და ამ დროისთვის 825-ია.
გარდაცვლილია 15 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 3 310, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 203.