17 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
კორონავირუსის 42 000 ახალი შემთხვევა ბრაზილიაში - არსებული მდგომარეობის მიუხედავად, პრეზიდენტმა პირბადის სავალდებულო ტარების კანონს ვეტო დაადო

კორონავირუსის მხრივ რთული ეპიდვითარებაა სამხრეთ ამერიკაში. მექსიკამ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას გაუსწრო. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსის 6 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მხოლოდ ბრაზილიაში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი თითქმის 42 000 ადამიანს დაუდგინდა. პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ვეტო დაადო კანონს, რომლითაც პირბადის ტარება მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში სავალდებულო უნდა ყოფილიყო. ბოლსონარუ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დამარცხება კარანტინის დაწესებით შეუძლებელია.

"პარლამენტში წარდგენილი კანონი იმდენად მკაცრი იყო, შესაძლოა, ბრაზილიელები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, რომ პირბადეს სახლში არ ატარებენ. მე ამ გადაწყვეტილებას ვეტო დავადე. ბრაზილიის კონგრესს 30 დღე აქვს ვეტოს დასაძლევად," - აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ.

დღის ამბები