20 აპრილი 2024,   04:50
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში პანდემიის გამო დაკეტილი დაწესებულებები იხსნება - ბორის ჯონსონი საზოგადოებას სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდებს

დიდ ბრიტანეთში დღეიდან პაბები, კაფეები და რესტორნები იხსნება. მუშაობას განაახლებენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები, ღია ტიპის სპორტული დარბაზები, ბავშვთა სათამაშო მოედნები.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებას სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. კორონავირუსის წინააღმდეგ "რემდესივირის" გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

დღის ამბები