18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე - რატომ არ მოხდა ჭრილობის ანაწმენდის აღება

შეცვლილი ჩვენებები, რომლებიც კითხვებს ბადებს - 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს საკუთარ ჩვენებებში ცვლილებები შეაქვთ.

ათტომიანი საქმის მასალებში კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია, ჯერჯერობით არ არის არც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა.

ვრცელდება ასევე დეტექტივ-გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც განმარტებულია, რატომ არ მოხდა ჭრილობის ანაწმენდის აღება.

"გიორგი შაქარაშვილის გვამიდან აღებული ვერ იქნა ჭრილობის ანაწმენდი, ვინაიდან გიორგი შაქარაშვილის გვამს ჭრილობა არ აღენიშნებოდა," - ნათქვამია ოქმში.

ჭრილობის არა, მაგრამ ფიზიკური დაზიანებების არსებობას ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძეც.

"ვადასტურებ, რომ ფიზიკურ დაზიანებებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ ეს დაზიანებები ძალადობის შედეგად განვითარდა, წყალში მოხვედრის თუ დაგორების შედეგად - ყველა ვერსიას აქვს ყოფნის უფლება, მაგრამ ვერ დავკონკრეტდები ამ ეტაპზე, ეს დაზიანებები რა ვითარებაში შეიძლება მიეღო, რამეთუ ველოდებით გამოძიებისგან წარმოდგენას ან ერთი მიმართულების საეჭვო გარემოების, ან მეორის. მე ვგულისხმობ დაზიანებების მიღების შესაძლებლობას," - აცხადებს ალექსანდრე გეჯაძე.

დღის ამბები