ავღანეთში როტაცია განხორციელდა. ავღანეთში NATO-ს ეგიდით "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" შესასრულებლად პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა.
გაცილების ცერემონია ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე გაიმართა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გააცილეს.