მესტიაში, სოფელ იდლიანში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენის ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მეხანძრე-მაშველებმა მიუვალი რელიეფის გამო კერებამდე მისვლა ვერ მოახერხეს. ადგილზე 20 მაშველია მობილიზებული. იდლიანის ტყეში ხანძარს მესამე დღეა ვერ აქრობენ.
ცეცხლი ორი დღის წინ გვიან ღამით, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.