სამედიცინო შემოწმების გავლისა და მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ 2 აბიტურიენტი საგამოცდო პროცესზე არ დაუშვეს.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პანდემიის გამო წელს პირველად აბიტურიენტებს განსხვავებული წესების დაცვა უწევთ.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს დილით 8 საათზე დაიწყო. საგამოცდო ცენტრში მისული ყველა პირი კი ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესები და თან ჰქონდეს დამცავი ნიღაბი, რომლის მოხსნაც მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან შეეძლება და ისიც იმ შემთხვევაში თუ გაგრილების სისტემა ჩართული არ იქნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ აბიტურიენტებს კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი და მათ შეუძლიათ გამოძიების მიმდინარეობისას პირბადე მოიხსნან.
"სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით არის დაცული. ყველგან არის დეზობარიერი და სადეზინფექციო ხსნარი ყველგან არის განთავსებული. ამასთანავე, აბიტურიენტებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო. გამოცდის წერის დროს მათ შესაძლებლობა აქვთ მოიხსნან პირბადე," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.