18 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ფეისბუკზე ავრცელებს:

"მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა.

ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა."- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები