22 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მუხრანში 28 წლის კაცმა მამა და პაპა მოკლა

შვილმა მამა და პაპა მოკლა მცხეთის რაიონში. შემთხვევა მუხრანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის კაცი ციხიდან, რამდენიმე დღის გამოსული იყო, ის  სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი და დამნაშავე მიიმალა.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები