27 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღე - პროცესი ვირუსის პრევენციისთვის სპეციალური წესებით დაცვით მიმდინარეობს

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი უკვე დაწყებულია.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტთა მომდევნო ნაკადი აბარებს. პროცესი მშვიდ გარემოში, ვირუსის პრევენციისთვის სპეციალური წესებით დაცვით მიმდინარეობს.

წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი 39 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა. საგამოცდო პროცესი 25 ივლისს დასრულდება.

დღის ამბები