27 დეკემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ორმაგი მკვლელობა სოფელ მუხრანში - სავარაუდო ბრალდებული ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დედასთან იმყოფებოდა

მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირს ისევ მკვლელობის დანაშაულისთვის ეძებენ - სოფელ მუხრანში, 28 წლის გიორგი ოკინაშილმა მამა და პაპა სასიკვდილოდ შურისძიების მოტივით გაიმეტა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდამ პაპას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

როგორც ცნობილია, მკვლელობის შემდეგ გიორგი ოკინაშვილი იმყოფებოდა დედასთან დიანა ოკინაშვილთან რომელსაც ფული სთხოვა.

დღეს "კურიერი" გაეცნო იმ განკარგულებას, რის საფუძველზეც გიორგი ოკინაშვილი 2020 წლის 29 ივნისს გამოუშვეს საპატიმროდან. განკარგულებას სოციალური მუშაკი აწერს ხელს. გათავისუფლების მიზეზად დოკუმენტში წერია, რომ ოკინაშვილი გათავისუფლების შემდეგ მუშაობას დაიწყებდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასჯელის მოხდის შემდეგ 28 წლის გიორგი ოკინაშვილი შურისძიებას გეგმავდა და ამბობდა, რომ ის ციხეში მამამ გაუშვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გიორგი ოკინაშილმა ციხეში 14 წელზე მეტი გაატარა.

"ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს პაპა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, ჯერ გააუპატიურეს... 10-15 წლის წინ მოხდა ეს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კითხვაზე, ხომ არ იყო მკვლელობის მიზეზი დედაზე სექსუალური ძალადობა, ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო.

"კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა," - აღნიშნავს ადგილობრივი.

მძიმე დანაშაულის შემდეგ ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ავტომობილი კი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დატოვა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები