19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 5-ით გაიზარდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილთა რაოდენობა კი 31 გახდა

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაინფიცირების ახალი შემთხვევები უკვე ასახულია ოფიციალურ მონაცემებში. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 31 გახდა.

ამავე დროს 5-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები და ის 973-ია. ორით არის გაზრდილი გამოჯანმართელბულთა რაოდენობაც - ჯამში 846.

გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება თითქმის 5 ათასი, სტაციონარში რჩება 231 პირი. მონაცემები ოფიციალურ ვებ-გვერდზე სულ რამდენიმე წუთის წინ შეიცვალა.

დღის ამბები