ზუგდიდში დაკავებულ დავით შენგელიას სავარაუდოდ ბრალს დღეს წაუყენებენ. ე.წ. ტყის ძმების მეთაურის შვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - "მეტადონი" და "ლირიკა" ამოიღეს.
დავით შენგელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე საათის განმვალობაში მიმდინარეობდა.