18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება. პანდემიისას კრიტიკული პაციენტების მიღებისას საავადმყოფოები სხვა მომსახურებებზე უარი თქვა, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო პროცესისთვისაც.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აღნიშნავს, რომ კლინიკას ბოლო თვენახევრის განმავლობაში არცეთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყოლია.

"ეს კლინიკა და ჩვენი უნივერსიტეტი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ვართ ცოდნის მიმღებები და გამცემები. ბოლო თვენახევარია, არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჩვენს კლინიკას არ ჰყოლია,"- აღნიშნა ლევან რატიანმა.

დღის ამბები