18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
COVID-19 საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება - სპეციალისტების განცხადებით ყურადღება 3 მთავარ საკითხზე უნდა გამახვილდეს

COVID-19 საზოგადოების ნომერ პირველ მტრად რჩება, თუმცა ეს ხშირად საზოგადოების ქცევაში არ აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ მთავრობები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადამწყვეტ ზომებს არ მიიღებენ, შედეგები უფრო ცუდი იქნება.

მსოფლიოში კორონავირუსით 13 მილიონი ადამიანია დაავადებული და ნახევარ მილიონზე მეტია გარდაცვლილი. აქტიური პაციენტია 5 მილიონი, აქედან მძიმე მხოლოდ 1 %-ია. ეპიდემიის დასაწყისში კი არსებული პაციენტების 20% იყო მძიმე და აქედან 5% კრიტიკული, ეს მაჩვენებლები პოზიტიურია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების და აქსელერაციის კუთხით დამამშვიდებელი მდგომარეობა მსოფლიოში არ არის. საქართველოში სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ეპიდსიტუაცია შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა სამი რამ - ყურადღების გამახვილება სიკვდილიანობის შემცირებაზე, ვირუსის გავრცელების დაძლევასა და საზოგადოების ჩართულობაზე.

ქვეყანას გზამკვლევი და პოსტ-კრიზისული გეგმა თითქმის მზად აქვს. პარალელურად კი უკვე მობილიზებულია 71 მილიონი დოლარი, რომელიც გადაუდებელი რეაგირებისთვის საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული.

მოსახლეობისთვის მომაბეზრებელი არ უნდა გახდეს კორონავირუსზე ყოველდღიური საუბარი და იმის შეხსენება, რომ პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა არის COVID-19-ის დამარცხების მთავარი იარაღი.

დღის ამბები