25 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსოფლიოში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში "კოვიდ 19"-ის 30 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"კოვიდ 19"-ის ხელახლა გავრცელების შესაძლებლობაზე აფრთხილებს მოსახლეობას ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი. პრემიერი ვარაუდობს, რომ ახალ ზელანდიაში ინფიცირების ახალი კერები გაჩნდება.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ინფიცირებული. რუსეთში ეს მონაცემი 7 ათასს, თურქეთში კი ათასს აღწევს.

დღის ამბები