ტყვეობის მეხუთე დღე - ზაზა გახელაძის ოჯახი მის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და გატაცებული მამაკაცი მკურნალობას სავარაუდოდ ცხინვალის საავადმყოფოში გადის.
როგორც ოჯახი იუწყება, შეუძლებელია თვითონ გახელაძე პროვოკაციაზე წასულიყო, ოჯახი ადასტურებს, რომ გატაცებულს თან ჰქონდა სანადირო თოფი.
"ზაზას არ მისცემდნენ ერთი გასროლის უფლებასაც კი. მას შესაძლოა ინსტიქტურად, მისდა უნებურად გამოეკრა ჩახმახს ხელი. სანადირო თოფში მაქსიმუმ 5 ტყვია ჩადის, შეუძლებელია 5 გაესროლა და კიდევ 5 დაემატებინა,-" განაცხადა, გატაცებულის მეუღლემ ნანა გახელაძემ.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, რომ ოჯახი მხოლოდ გატაცებულის სახლში დროულად დაბრუნებას ითხოვს.