26 დეკემბერი 2024,   23:48
ვრცლად
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ცივი იარაღით მოკლეს - თავდამსხმელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელზე ჭრილობა, სავარაუდოდ, ვიცი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, მოკლულმა ქალმა საცხოვრებელი ბინა დაახლოებით 2 თვის წინ იქირავა და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. 

ხმაურზე მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე მისულმა მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს, მაგრამ ქალი უკვე დაღუპული დახვდათ.

თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: მირიან გორგოძე

 

დღის ამბები