19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "კურიერისთვის" ცნობილი ხდება სოციალურ ქსელებში მიმოწერა იმ პირებს შორის, რომლებიც 19 ივნისის ღამეს ნარეკვავში დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.
აღნიშნული მინაწერები საქმის 19-ე ტომში დევს, ამ მინაწერებით ირკვევა, რომ გიორგი ქათამაძე საკუთარ მეგობარს სწერს, თუ რა მოხდა დაბადების დღეზე და რა დაზიანებები აქვს მას და კოკო ღიბრაძეს (ე.წ. დიჯეის) მიღებული.
გიორგი ქათამაძე - "მკლავდნენ, შერყევა არ მაქვს, ტანზე არაფერი მჭირს, ცხვირი გამიტყდა.
1 ნაკერი წარბზე, ნაკერები ყურის უკან, მეგონა, რომ დამბრიდავდნენ. იქ ყველა ერთად მოგვახტა და ჩავუვარდით ხელში, შარზე იყვნენ და პირდაპირ შეურაცხყოფაზე მოდიოდნენ".
ქათამაძის მეგობარი - "ესე როგორ გაგიმეტეს?
ან ის შენი ახლობელი სად არის, ამდენ ხანს, რომ არ გამოჩნდა---"
გიორგი ქათამაძე - "არ ვიცი, მე არ ვიცნობდი,
მინდორში ვეძებეთ ბიჭო, ხო არ დაბრიდესმეთქი"
ქათამაძის მეგობარი - "ჩემი ძმაკაცი როგორაა, დაჭრილიაო თუ რაღაც?"
გიორგი ქათამაძე - "ის მაგარი ნაცემია, მარა სახეზე არა
ფეხში ოდნავ დაჭრეს, გასმული აქვს.
ჯინსი შემოეხა, პირდაპირ ბიტებს თავში გვირტყავდნენ
თან ბიჭო, ორი ვინც ჩვენი ძმაკაცი არაა, პროსტა
ჩვენთან აღმოჩნდა, გაიქცნენ.
გაგდებული ყავდა კოკო და შევვარდი.
წავიდნენ, დაბრუნდნენ და გავექეცით
რომ დავეჭირეთ, მე ორი დარტყმა მინდოდა და ვსიო"- წერს გიორგი ქათამაძე მეგობარს ტრაგედიის ღამეს.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.
საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.
ავტორი: სალომე უერთაშვილი