საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს უკვე მეთექვსმეტე ადამიანია, რომელიც COVID-19-მა ქვეყანაში იმსხვერპლა.
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. მისი თქმით, ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ, დაახლოებით, 15 წუთის წინ შეიტყო. გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წელს ზემოთ მამაკაცია.