07 სექტემბერი 2026,   06:00
ვრცლად
საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ამირან გამყრელიძეზე და პაატა იმნაძეზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი - დავით სერგეენკო

რატომ არ მიუღია მონაწილეობა დავით სერგეენკოს კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო "დღის კურიერში" ყვება.

როგორც დავით სერგეენკო აღნიშნავს, საზოგადოებრივი ჯანდაცვაში ის ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეზე უკეთესად საქმეს ვერ გააკეთებდა და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ამოცანაში ჰოსპიტალური სექტორის მზაობის გამართვა არ შედიოდა.

"ჩემი ამოცანა არ ყოფილა ამ თვეების განმავლობაში საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობა. მე არც საჯარო და არც არასაჯარო სივრცეში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამოცანა იყო ანალიტიკური რეკომენდაციის მიწოდება პრემიერისთვის. რას მოიაზრებს ახლა ეს, ეს არ არის უნდობლობა ჩვენი სპეციალისტებისადმი. საერთაშორისო მიმოხილვა ადგილობრივი სპეციალისტების რეკომენდაციების შეჯერება საერთაშორისო მიმოხილვასთან და ამისი ანალიტიკა და დაიჯესტი პრემიერისთვის.

საქართველოს წარმატების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის ის, რომ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ იმუშავა ბრწყინვალედ და არ მისცა დაავადების დარტყმის მიყენების საშუალება ჰოსპიტალურ სექტორზე, რომელიც ძალიან დაზიანდებოდა. ჩვენზე ძლიერი ქვეყნების ჰოსპიტალური სექტორი დაზიანდა ამითი.

მე საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ამირან გამყრელიძეზე და პაატა იმნაძეზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი. ისინი ამ დარგის ექსპერტები არიან.

მე არ ვიტყვი, რომ ჩემი აწყობილია ჰოსპიტალური სექტორი, თუმცა ჰოსპიტალურ სექტორს კარგად ვიცნობ იმიტომ, რომ იქამდე ათწლეულები პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი და რამდენიმე კლინიკა დაპროექტებული და აშენებულიც მაქვს კიდევაც.

პირველ ეტაპზე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეტაპზე, მე იმათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ჰოსპიტალური სექტორი უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ამოცანა არ არის ჰოსპიტალური სექტორის მზაობის გამართვა, ამისთვის არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები," - აცხადებს დავით სერგეენკო "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები