07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
ქუთაისში მეგობრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ

ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ, მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად იხსენებს.

არ არის გამორიცხული, ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღიარებს თუ არა ბრალს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი ჯერჯერობით არ საუბრობს.

შეგახსენებთ, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ორი ბრალდებული ოჯახის მეგობარია.

დღის ამბები