07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
ქუთაისის ციხესთან ადვოკატი ირინა საღინაძე შიმშილობს - ის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტორების შემოწმების წესს აპროტესტებს

ქუთაისის ციხესთან ადვოკატი შიმშილობს. ირინა საღინაძე პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტორების შემოწმების წესს აპროტესტებს. მისი თქმით, ციხეში შესვლის დროს ადვოკატებისგან ფეხზე გახდას ითხოვენ და მათ ხელით ეხებიან, რაც ჩხრეკას ნიშნავს.

ალტერნატიული წესი სკანერის აპარატით შემოწმებას ითვალისწინებს, რაც ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ირინა საღინაძე მეტალო-დეტექტორით შემოწმების წესის დაბრუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

ადვოკატი საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პენიტენციური დეპარტამენტის უფროსს გიორგი პატარიძესა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს აკისრებს.

დღის ამბები