07 სექტემბერი 2026,   05:46
ვრცლად
სოფელ ჭალადიდში მცხოვრები 23 წლის თაზო გრატიაშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

სოფელ ჭალადიდში მცხოვრები 23 წლის თაზო გრატიაშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა მამაკაცის მტკიცებით, ის ფოთის პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სრულიად უმიზეზოდ გააჩერა და ძალის გამოყენებით ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით 7 დღე დაჰყო.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, მასზე შანტაჟი და მუქარა დღემდე ხორციელდება. "კურიერი" პოლიციელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

"პოლიციამ დამაკავა აღმაშენებელზე, "თი-ბი-სი" ბანკთან, ჩამსვეს მანქანაში ძალის გამოყენებით. მისწორდებოდა ფიზიკურად პოლიციაში მიყვანამდე. გზადაგზა მანქანას აჩერებდა, მირტყამდა თავში და მოტეხილ ხელში, რის შედეგადაც გონება დავკარგე 2-ჯერ. შემდეგ მიმიყვანეს განყოფილებაში, იქაც გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფები და მეორე დღეს მქონდა სასამართლო. დავით გელაშვილმა შემიფარდა 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა," - აცხადებს თაზო გრატიაშვილი.

დღის ამბები