08 სექტემბერი 2026,   16:22
ვრცლად
სუსში "ქართული მარშის" ლიდერის გამოკითხვა დასრულდა

"ქართული მარშის" ლიდერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საათნახევრის განმავლობაშ კითხავდნენ.

სანდრო ბრეგაძესთან კითხვები, გამოძიებას, მარნეულში რამდენიმე დღის წინ გამართული აქციის შესახებ ჰქონდათ.

შეკრებაზე, რომლის ორგანიზატორიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი იყო, ისევ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდნენ.

აქციაზე თბილისიდან "ქართული მარშის" წევრებიც ჩავიდნენ. მარნეულში ეროვნული შუღლის გაღვივების ფაქტს სუსი რამდენიმე თვეა იძიებს.

"სახელმწიფო უშიშროების გამომძიებლებს ავუხსენი, რომ როდესაც ეს აქცია ტარდებოდა, იმ დღეს "ქართული მარშის" წევრები დედაქალაქში იმყოფებოდნენ. ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ამ აქციის ჩატარების შესახებ, ხოლო "ლელოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ვუწევდით ორგანიზებას ამ აქციას, მტკნარი სიცრუეა,"- განაცხადა გამოკითხვის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ.

დღის ამბები