18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
მსოფლიოში მეორე ტალღა დაიწყო, საქართველო რჩება ბედნიერ გამონაკლისად მიუხედავად იმისა, რომ ოდნავი მატება არის - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში რთული ეპიდვითარებაა, სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულების ოდნავი მატება ლოგიკურია.

"ახლა, როდესაც მსოფლიოში მეორე ტალღა დაიწყო, საქართველო რჩება ბედნიერ გამონაკლისად, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავი მატება მაინც არის. გარდაუვალი იყო ეს მცირედი მატება. ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნების გარემოცვაში, სადაც პიკია, ამიტომ როგორი ზომებიც არ უნდა მივიღოთ ვერაფერს ვიზამთ. მიუხედავად იმისა, რომ ტრაილერის მძღოლები საკმაოდ სერიოზულად კონტროლდება, მაინც შემოდის ვირუსი მათგან. 

მთავრობამ მყისიერი ზომები მიიღო ახლა გარდაბანში და დაიწყო მასობრივი კვლევა. იმედი მაქვს, რომ ასეთ პატარა მატებებს დავძლევთ ისე, რომ არ დავუშვებთ მეორე ტალღის შემოშვებას.

ჩვენს მთავრობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე, დღევანდელი მდგომარეობა, რაც გარდაბანშია არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იქაურობა ჩაიკეტოს და მივიღოთ მკაცრი ზომები.

ბოლოს გარდაცვლილი პაციენტის ორი წევრი, მეუღლე და შვილი მკურნალობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმედია შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები