07 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტოვუზის რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტოვუზის რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, სომხური მხარე საზღვარზე სადაზვერვო ფრენის განხორციელებას ცდილობდა, რაც დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნის შესახებ ურთიერთბრალდებებს უყენებენ. მხარეებს ვითარების განმუხტვისაკენ სატელეფონო საუბრების დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მოუწოდეს.

დღის ამბები