07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
50-მდე მაშველი უკვე მეექვსე დღეა ეძებს 13 წლის ბიჭს, რომელიც სახლიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა

ძებნის მეექვსე დღე - მესტიაში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 13 წლის ბიჭის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

პროცესში ჩართულია 50-მდე მაშველი. მოზარდს სპეციალური ტექნიკით, მათ შორის - დრონებით ეძებენ. ადგილზე მუშაობდა ვერტმფრენიც.

"მთელი სოფელი ეძებს, მეზობელი სოფლებიც ჩართულები არიან, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი ჩანს. გუშინ საღამოს წავიდნენ ურეკში და ანაკლიაში, თურმე ბავშვი ნამყოფია დასასვენებლად და იქაც ეძებენ,"-უთხრა "კურიერს" დაკარგული მოზარდის მეზობელმა დალი გურჩიანმა. 

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან შაბათს დილით ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. ბოლოს ბავშვი სოფელ ლენჯერში ნახეს.

დღის ამბები