28 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 4-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს

ოფიციალური ერევანი გასული ღამის განმავლობაში აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 4-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტოვუზის რეგიონში სიმშვიდეა შენარჩუნებული, თუმცა აზერბაიჯანის მხრიდან რამდენჯერმე გასროლა დაფიქსირდა.

მხარეებს შორის ვითარება 12 ივლისს დაიძაბა. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებას ორივე მხარეს საერთო ჯამში 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები