07 სექტემბერი 2026,   21:45
ვრცლად
კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან სამი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 2 სამედიცინო პერსონალია, 5 იმპორტირებული, ერთის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია

ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, კოვიდცენტრებში ამჟამად, 222 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.

"ქვეყანაში გუშინდელი მონაცემებით იყო 1104 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 13 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ახლა ქვეყანაში 1117 დადასტურებული შემთხვევა.

სამი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა; ერთი პაციენტის –გაჩიანი; ხუთი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ოთხი სატვირთო ავტომობილის მძღოლია; ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი; ორი – სამედიცინო პერსონალი. ერთი შემთხვევაში კი, კონტაქტებისა და წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელებულია 912 დაგვემატა 5 და გახდა 917. დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში მკურნალობს, 222 დადასტურებული შემთხვევა.

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გვყავდვა 38 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა 3, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და დღეის დილის მონაცემებით 39 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრში.

3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის იმპორტირებული, ხოლო ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. 

ორი პაციენტის მდგომარეობა არ პროგრესირებს, დანარჩენები კი სტაბილურად არიან,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ტრადიციულ ბრიფინგზე.

დღის ამბები