07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
დარჩება თუ არა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობაში, დღეს გახდება ცნობილი

პატიმრობა თუ გირაო - წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სასამართლომ უნდა მიიღოს.

თემურ ღვინჯილიას განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვაში ადანაშაულებენ. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი - საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი. დაკავებულებს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას არ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის კიდევ ერთი თანამშრომელი ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტის გადმოტანაში არიან ბრალდებულები.

გამოძიების ვერსიით, მანქანით მათ 8300 კოლოფი სიგარეტი გადმოჰქონდათ.

დღის ამბები