07 სექტემბერი 2026,   05:47
ვრცლად
შავი მაისურები წარწერით "შაქარა" - გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრები სასამართლოში მივიდნენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მეგობრები მივიდნენ. მათ შავი მაისურები აცვიათ, გარდაცვლილი მეგობრის ფოტოთი და წარწერით "შაქარა".

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11 პირის სასამართლო პროცესი დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვამდე ერთ საათზე ნაკლები დროა დარჩენილი, მცხეთის სასამართლოსთან ბრალდებულების ადვოკატები იკრიბებიან.

 

დღის ამბები