ძებნის 11 დღე - სვანეთში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 13 წლის ბიჭი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.
სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ილია ფილფანის პოვნას 80-მდე მაშველი ცდილობს.
სამძებრო სამუშაოები სვანეთის გარდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მიმდინარეობს.