06 მაისი 2024,   23:15
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად - დონალდ ტრამპი

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 17 მილიონს აღწევს. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 660 000-ს უახლოვდება.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის იქნება მზად. დონალდ ტრამპის განმარტებითვე, შტატები პოტენციური ვაქცინის დიდი ოდენობით დოზებს აწარმოებს, რათა შესაბამისი შემოწმების შემდეგ ის ამერიკელებისთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდეს.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ერთი დოზის მაქსიმალური ღირებულება 40 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს - ამის შესახებ ინფორმაციას ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის კოორდინატორები ავრცელებენ. აღნიშნული ფასის დიაპაზონი ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტების შესაბამისია, თუმცა როგორი იქნება ვაქცინის ღირებულება განვითარებადი და განუვითარებელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის - ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი დღის მანძილზე უკვე 20 000-ს ადამიანს დაუდასტურდა, ლეტალურად 600 შემთხვევა დასრულდა.

მზარდი სტატისტიკის გამო, მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის საზღვრები მინიმუმ 2 კვირა დახურული იქნება, ხოლო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან რამდენიმე ქვეყანას ამოიღებენ.

ესპანეთის პრემიერმა კი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და უსამართლო უწოდა. დიდმა ბრიტანეთმა თავის მოქალაქეებს ურჩია, ესპანეთში მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ჩავიდნენ.

დღის ამბები