06 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალგაზრდა მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში შემოსვლისთანავე საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.

ტესტირების შემდეგ კი მას კოვიდ ინფექცია აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმის კოვიდ ცენტრში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 16 ინფიცირებული იმყოფება.

დღის ამბები