18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში - ინფიცირებულია ე.წ. პარლამენტის წევრიც

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა ე.წ. პარლამენტის წევრ ლევონ გალუსტიანს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 71 შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, ბოლო 24 საათში ტესტი 134 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ე.წ. პარლამენტის წევრებისა და ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ტესტირებაც.

დღის ამბები