ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო პერსონალია.
ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. ექიმის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
ის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 აგვისტოს გადმოვიდა.
"56 წლის ქალი, რომელმაც 1-ელ აგვისტოს მოგვმართა ოკუპირებული აფხაზეთიდან, გადმოყვანილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის სიმპტომები, ორმხრივი პნევმონია. ის უშუალო შემხებლობაში იმყოფებოდა ინფიცირებულ პაციენტთან. ქალბატონის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის თბილისში გადის მკურნალობას,"- აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.