26 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა - თოფაძის უფლებადამცველმა გიორგი ანთაძემ საქმის მასალების გაცნობა მოითხოვა

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. თოფაძის უფლებადამცველმა გიორგი ანთაძემ საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ დევს. გიორგი ანთაძის თქმით, თოფაძეების ოჯახი მოთხოვნაა საქმე ობიექტურად და შესაბამისი მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნას გამოძიებული.

"ვინაიდან ლევან თოფაძე ცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალას. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობით  აქვს ბრალი წაყენებული ბუსა ჟვანიას.

რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში ჯერჯერობით არ დევს მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა. ჩვენი მკურნალი ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე არის ბრალი წაყენებული.

არა აქვს ოჯახს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი ბატონი გოგი რაზე საუბრობდა, რეალურად საქმის მასალებზე გაცნობის შესაძლებლობა დღეს შეგვეძლება. თოფაძეების მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნა არის საქმე იქნეს გამოძიებული ობიექტურად და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ამ ეტაპზე საქმეში მოიპოვებს," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

შეგახსენბეთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს ბუსა ჟვანიას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროცედურა ღამის 10 საათისთვის საავადმყოფოში შედგა, სადაც ბრალდებული ამ დრომდე მკურნალობს. ვინ დაჭრა ის მუცლის არეში - ამაზე არავინ საუბრობს.

 

დღის ამბები