26 აპრილი 2024,   05:18
ვრცლად
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, აღდგენილია საავტომობილო გზა რვა სოფელთან

თითქმის ერთი კვირაა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა რვა სოფელთან. ხუთი დასახლება კი სამანქანო გზის გარეშე რჩება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ყველა სოფელს აღუდგა. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. შემოვლითი გზა მოწყობილია ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით.

რაც შეეხება სოფელ გლოლას, იქ მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება დასრულებულია. კურორტ შოვის ტერიტორიაზე შეკეთდა გზა.

დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე და მიმდინარეობს სამუშაოები ჩაშლილი გზის აღსადგენად. ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც.

დღის ამბები