თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სთხოვს.
დაზარალებულ მხარეს სურს, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენის პროცესში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს.
სწორედ ეს არის შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მთავარი მოთხოვნა. ამ მიზნით, 23 წლის ბაჩალიაშვილის მშობლები და ახლობლები საელჩოსთან შეიკრიბნენ.
ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ საქმე FBI-იმ გამოიძიოს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 23 წლის გოგონა მოკლულია.
ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქმეში FBI არ ჩაერთვება, შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
აქციის პარალელურად ექსპერტიზა უტარდება ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერს. მასალების კლონირება უკვე დაწყებულია.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მიხეილ რამიშვილი აცხადებს,რომ ლეპტოპიდან კლონირება უკვე დასრულდა.
"კლონირება დასრულებულია, ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელი იყო იმ ფაილების აღდგენა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.