დაკავებული ექიმების აღკვეთის ღონისძიება დღეს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. ადვოკატის მტკიცებით, დაკავებულები უდანაშაულონი არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
სასამართლო წინაშე წარდგენა დღეს ორ მათგანს მოუწევს - ქირურგს, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ ჰქონდა და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს - მას გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. საქმე აღძრულია ანესთეზიოლოგის წინააღმდეგაც, თუმცა, ის ამ დრომდე იტალიაში იმყოფება.
შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ზედიზედ ორი ოპერაცია 25 წლის ქალს ჩაუტარეს. პაციენტი უკვე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.